სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: „იწყო აღმოცისკრებად მზემან“



პროექტის იდეა: დავით აღმაშენებლის ღვაწლის შესწავლა ( მეფე, პოეტი, წმინდანი);

პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, იმით რომ ის დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ შეისწავლოს ყველაზე დიდი მეფის, დავით IV ეპოქა, მისი ღვაწლი და დამსახურება ერის წინაშე. ის მნიშვნელოვანია, იმ მხრივ, რომ მოსწავლეებს შეაყვარებს ერის ისტორიას;

პროექტის მიზანი: 
  • მოსწავლეებმა მოიძიონ და შეისწავლონ ისტორიული ცნობები და წყაროები დავით აღმაშენებლის შესახებ.
  • გაეცნონ მეფის ღვაწლსა და დამსახურებას ერის წინაშე;
  • გაეცნონ ეპოქას;
  • მეფის მიერ გადატანილი ბრძოლების შესახებ;
  • წაიკითხონ მეფის მიერ შექმნილი „გალობანი სინანულისანი“;
  • მოიძიონ მეფისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ნაწარმოებები;
  • გაიღრმავონ კვლევა-ძიების, შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარები;


მოსწავლეთა ასაკი: 14 წელი;

ვადები: 20 დღე;

მოსალოდნელი შედეგები: 
  • მოსწავლეები მოიძიებენ, გაეცნობიან და შეისწავლიან მეფე პოეტის ღვაწლის ამსახველ ისტორიულ მასალებს;
  • შექმნიან პროდუქტს და წარადგენენ აუდიტორიის წინაშე, დაამუშავებენ თემებს, მოამზადებენ კედლის გაზეთს, ელექტრონულ პრეზენტაციას.
  • დაეუფლებიან ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ უნარებს;


რესურსები: IX კლასის ისტორიის სახელმძღვანელო; საქართველოს ისტორიის ნარკვევები; ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1 : ა. კლასში შევარჩიეთ პროექტის თემა;

ბ. განვსაზღვრე მოსწავლეების წინარე ცოდნა კითხვების საშუალებით;

აქტივობა 2 _ ჯგუფებად დაყოფა;

პირველ ჯგუფი იმუშავებს დავით აღმაშენებლის ცხოვრების გზაზე ( ბიოგრაფია და ბრძოლები);



მეორე ჯგუფი _ დავით აღმაშენებელი მეფე და პოეტი ( მეფის დამსახურება და ღვაწლი);



მესამე ჯგუფი _ ქართველი ხალხი და დავით IV (ერის დამოკიდებულება მეფე-წმინდანის მიმართ, მიძღვნილი ლექსები, ლიტერატურული ნაწარმოებები, გამონათქვამები და სხვა.)

აქტივობა 3 _ გავანაწილეთ ვადები, დროდადრო ვუწევდი მათ მუშაობას მონიტორინგს.

აქტივობა 4 _ ჯგუფების პრეზენტაცია;

აქტივობა 5 _ მონაწილეთა შეფასება;

ელემენტარული
1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3 ქულა
1.მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
2.ორგანიზება 
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
3.შინაარსის კორექტულობა
ხშირად გვხვდება  შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
4.ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
5.კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
კვლევა  არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
6.თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
7.შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
8.კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
მოსაზრებები დაკავშირებულია  ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით  კომპეტენტურობაზე
9.დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი  მკაფიოდაა ჩამოყალიბებული 
10.პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
ბუნდოვნად  აყალიბებს  პროექტის არსს, იყენებს  თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას

საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია და ქართული ენა და ლიტერატურა.

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითსტრუქტურები.

ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია  საქართველოში სოციალურ ურთიერთობებისტორიის კვლევა.

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

პროექტის ხელმძღვანელი: ნანული ბაჯელიძე;


ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: nanulibajelidze@gmail.com

No comments:

Post a Comment